ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში COVID-19-ის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში COVID-19-ის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა

  • 2020-09-28 13:59:17

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიაში COVID - 19 - ის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა.
შეხვედრას, რომლის მიზანსაც ქვეყანაში COVID - 19 - ის ვირუსის საპრევენციო ღონისძიებებისა და რეკომენდაციების განხილვა წარმოადგენდა,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი დონაძე, ა(ა)იპ ამბროლაურის ერთიანი ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი ნატო დვალი და სამუშაო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

მერია ადგილობრივ მოსახლეობას თხოვნით მიმართავს გაითვალისწინონ შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციები, თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია და როგორც დახურულ სივრცეებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში ატარონ პირბადე,
 

 

მსგავსი პოსტები