სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ახორციელებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ გამოაცხადებულ, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“.
პროექტით გათვალისწინებულია რეზერვუარის, ჭაბურღილის, ჭაბურღილის სათავსის და შენობის, წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენის და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა, ასევე საქლორატოროსა და დარაჯის შენობის აშენება-მოწყობა და შემოღობვა.
სამუშაობის ღირებულება 2 437 956 ლარია და ფინანსდება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ.
მერიის ხელმძღვანელობა შესაძლებლობის მიხედვით ცდილობს მუნიციპალიტეტში მოაგვაროს აღნიშნული პრობლემა. სოფელ აღაინის მოსახლეობას წლებია სასმელი წყლის პრომლემა აწუხებდა. პროექტის განხორციელების შემდეგ 750 ოჯახს ანუ 3 000 ბენეფიციარს სასმელი წყლის მიწოდება და სოციალური პირობები გაუუმჯობესდებათ - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.