საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, პროექტის „დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე" ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრს დეზობარიერები, ელექტრონული თერმომეტრები, ასევე დეზობარიერისა და ხელის სადეზინფექციო საშუალებები და პირბადეები გადასცა.
პროექტი, რომელსაც ათეა, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) პარტნიორობით ახორციელებს, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებში - კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე დაფუძნებული პროექტების შესამუშავებლად, ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებას ისახავს მიზნად.
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ თვითმმართველ ერთეულებს შორის, რომელიც საუკეთესო საპროექტო იდეისთვის - „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ადაპტირება COVID-19-ის შედეგად დაწყებული რეგულაციების შესაბამისად“ შეირჩა და დაფინანსდა.
ანალოგიურ ღონისძიებებს ათეა მომავალშიც გააგრძელებს.
პროექტი “დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა საქართველოში“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.