მაღალმთიან დასახლებებში წლიურად 10 ათასზე მეტ მასწავლებელზე გაიცემა დანამატი - საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35 %-ის ოდენობით.
მასწავლებლების ანაზღაურება მთაში:
2020 წელს - 800-დან 1880-ლარამდე
2021 წელს - 865-დან - 1980-ლარამდე
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა ხელფასები 2021 წლიდან ქვეყნის მასშტაბით იზრდება.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და პროექტები:
აშენდა 37 სკოლა;
სრული რეაბილიტაცია ჩატარდა 31 საჯარო სკოლაში
ასევე ჩატარდა სხვადასხვა სარემონტო სამუშაოების 100-ზე მეტი პროექტი;
მიმდინარეობს 18 სკოლის პროექტირება/მშენებლობა;
აშენდა შატილის სკოლა-პანსიონი;
რეაბილიტირდა მაღაროსკარისა და ბარისახოს სკოლა-პანსიონები;
ტრანსპორტი ემსახურება მაღალმთიანი სოფლების თითქმის ყველა სკოლას;
არაფორმალური განათლების ფარგლებში სკოლებში გაიხსნა უფასო წრეები;
მოქმედებს სტუდენტთა დაფინანსების სოციალური პროგრამა, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება შეუძლია სტუდენტებს, რომლებიც ბოლო 3 სასწავლო წელი სწავლობდნენ და ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან დასახლებაში;
პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში შორეულ, მათ შორის მაღალმთიანი სოფლების სკოლებში დასაქმდა სხვადასხვა საგნობრივი მიმართულების 150-ზე მეტი კონსულტანტ-მასწავლებელი;
28 მცირეკონტიგენტიანი საჯარო სკოლა ჩართულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებით დისტანციური სწავლების პროგრამაში;
მაღალმთიან დასახლებაში მდებარე მრავალსექტორიანი საჯარო სკოლის მოსწავლისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისათვის ვაუჩერის გაზრდილი ოდენობა გაიცემა;
მაღალმთიან დასახლებებში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლები ასევე უზრუნველყოფილნი არიან 35%-ით გაზრდილი სახელფასო დანამატით;
რეაბილიტირდა და გაიხსნა პროფესიული სასწავლებლების ახალი ფილიალები/ლაბორატორიები/სახელოსნოები;
გუდაურში დაფუძნდა სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა;
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული, მიმდინარე და დასრულებული სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების პროექტები, რომლებიც მთიანი რეგიონების პრობლემატიკას, აქტუალურ საკითხებს ეხება.
აქტიურად მიმდინარეობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების და კულტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს შორისაა:
სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ვარძიის სამონასტრო კომპლექსში;
სვანური კოშკების და მაჩუბის რეაბილიტაცია;
სოფ. ჩაჟაშის ნაგებობების რეაბილიტაცია;
შატილის ავარიული კოშკების სარეაბილიტაციო სამუშაოები;
სოფელ მუცოში სარეაბილიტაციო სამუშაოები ;
მესტიაში ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორის ცენტრის სრული რეაბილიტაცია;
ცაგერის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზების რეაბილიტაცია;
დართლოს რეაბილიტაცია - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაცია;
აბასთუმნის ისტორიული სახლების აღდგენა, ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაცია;
აშენდა გოდერძი ჩოხელის სახლ-მუზეუმი სოფელ ჩოხში;
რეაბილიტირდა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალში;
მიმდინარეობს ონის მუზეუმის მშენებლობა და სტეფანწმინდის მუზეუმის რეაბილიტაცია;
განხორციელდა არაერთი ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი;
რეაბილიტირდა კულტურის 3 სახლი
და სხვ.
მთაში მცხოვრები მოქალაქეების მხარდაჭერისა და მაღალმთიან დასახლებებში განხორციელებული პროექტების შესახებ ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/0666e