მაღალმთიან დასახლებებში სამედიცინო პერსონალისათვის  დანამატები გაიცემა

მაღალმთიან დასახლებებში სამედიცინო პერსონალისათვის დანამატები გაიცემა

  • 2020-12-11 17:41:25

მაღალმთიან დასახლებებში სამედიცინო პერსონალისათვის გაიცემა დანამატები - წლიურად 1600-ზე მეტ ექიმსა და ექთანზე:

 ექიმებისათვის - სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით;
 ექთნისათვის - სახელმწიფო პენსიის ოდენობით;
 ჯამში გაცემულია - 20 მლნ ლარამდე.

(დანამატები გაიცემა სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში).

გარდა ამისა, 2015 წლიდან დიპლომის შემდგომი განათლების პროგრამის ფარგლებში, მომზადებული ექიმები 3 წლის განმავლობაში მაღალმთიან რეგიონებშიც საქმდებიან, სახელმწიფო მათ სწავლის საფასურს უფინანსებს განსაზღვრულ სპეციალობებში.

 სამედიცინო ინფრასტრუქტურის განახლება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა:

 აშენდა სასწრაფო სამედიცინო ცენტრის 13 ახალი შენობა;
 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი უკვე სრულად განახლდა, მაღალმთიან რაიონებს მაღალი გამავლობის სამედიცინო ავტომობილები გადაეცათ;
 ლენტეხსა და ხარაგაულში ახალი სამედიცინო დაწესებულებები გაიხსნა;
 გუდაურში გაიხსნა ტრავმატოლოგიური პუნქტი;
 აშენდა და რეაბილიტირდა სოფლის ამბულატორიები;

მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია სამედიცინო მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ასევე ძვირადღირებული მედიკამენტები C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით.

მთაში მცხოვრები მოქალაქეების მხარდაჭერისა და მაღალმთიან დასახლებებში განხორციელებული პროექტების შესახებ ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/0666e
 

მსგავსი პოსტები