ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, წყალზე და სანიტარიაზე ხელმისაწვდომობის დისკრიმინაციისა და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, ახალი კორონა ვირუსის COVID - 19 პანდემიასთან დაკავშირებით, ,,CENN“ - მა დმანისის მუნიციპალიტეტის 10 ,,სოფლის ექიმს“ და ააიპ ,,დმანისის საზოგადოებრივ ცენტრს“ სამედიცინო მომსახურების ჩანთები გადასცა.
CENN დმანისის მუნიციპალიტეტში 2017 წლიდან მუშაობს WaSH- წყალი, სანიტარია, ჰიგიენის მიმართულებით, პირველადი ჯანდაცვის ობიექტების-ამბულატორიების კეთილმოწყობასა და სუფთა და ხარისხიანი სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სისტემების მოწესრიგებაზე.
,,მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზაცია CENN -ს და იმ გუნდს, რომელიც დმანისში მუშაობს. ჩვენთვის, სოფლის ექიმებისათვის ძალზე დიდი ყურადღება იყო ყველა სამედიცინო მომსახურების ნივთი, რომელიც საჩუქრად მივიღეთ“ - ამამლოს თემის ,,სოფლის ექიმი ნათია მუჯირიშვილი.
პროექტის "წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად" მთავარ მიზანს წარმოადგენს კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური სოფლების მოსახლეობის ჯანმრთელობის და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.