ახალციხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის აქტიურად ემზადებიან.
სააღმზრდელო ჯგუფების მოწესრიგებასთან ერთად, სახელმწიფოს მიერ დადგენილი სავალდებულო რეგულაციების შესასრულებლად აუცილებელი ინვენტარითა და საშუალებებით უზრუნველყოფა მიმდინარეობს.
პროცესში ჩართულია სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი, რომელიც პანდემიის პერიოდში აქტიურად თანამშრომლობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ერთ-ერთი პრიორიტეტი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მხარდაჭერაა. სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრმა ახალციხის მუნიციპალიტეტის 26-ვე საბავშვო ბაღისათვის დეზობარიერები, სადეზინფექციო სითხის დისპენსერები და ნარჩენების კონტეინერები შეიძინა.
აღნიშნული ინვენტარისა და სადეზინფექციო საშუალებების გადაცემის პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი და სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ელენა ბეგიაშვილი ადგილზე გაეცნენ.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.