ბოლნისის მუნიციპალიტეტში ანტიგენის სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა დაიწყო
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის შემთხვევების დროული გამოვლენის მიზნით, ანტიგენის სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევა სოფელ ტალავერიდან დღეს დაიწყო.
ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ტესტებს უღებენ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ.
ანტიგენის სწრაფი ტესტებით მოსახლეობის გამოკვლევას მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბა თამარისში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მობილური ჯგუფები ეტაპობრივად განახორციელებენ.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ ბოლნისში სწრაფი ტესტის გაკეთება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და ცენტრალურ საავადმყოფოში ყოველ დღეა შესაძლებელი. დაბა კაზრეთში კი მედიკოსები მოსახლეობას ტესტებს ადგილობრივ პოლიკლინიკაში არსებულ ამღებ პუნქტში უკეთებენ.
სპეციალისტები მოქალაქეებს ბიოლოგიურ მასალას ცხვირ-ხახიდან უღებენ და სწრაფი ტესტების მეშვეობით კორონავირუსის გამოვლენა მცირე დროში ხდება. ტესტის გაკეთება მოსახლეობისთვის სრულიად უფასოა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.