ეკონომიკა COVID-პანდემიის პირობებში და მეწარმეთა მხარდაჭერის სხვადსხვა მექანიზმი:
2020 წელს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსდა 78 ახალი პროექტი, დამტკიცებული სესხების მოცულობამ 96 მლნ ლარი შეადგინა. ჯამური ინვესტიცია 161 მლნ ლარს უტოლდება.
მიკრო- და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარამდე გაიზარდა.
გაძლიერდა საზღვაო თევზჭერის განვითარება, მიმდინარეობს 3 ახალი გემის მშენებლობა და 4 გემის გადაიარაღება.
საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში პროექტების რაოდენობამ შეადგინა 121 და გარანტირებული სესხების მოცულობამ 77,5 მლნ ლარი.
ამოქმედდა თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის - დაფინანსდა 2 199 პროექტი და სუბსიდიის მოცულობამ შეადგინა 31 მლნ ლარი.
სახელმწიფო პროგრამის „იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმის“ ფარგლებში დამტკიცებულია 6 317 სესხი 614 მლნ ლარის მოცულობით.
ტურისტული კომპანიებისთვის საბანკო გარანტიის სუბსიდირების პროგრამას ჰყავს 33 ბენეფიციარი და გაცემული სუბსიდია 244 ათას ლარს შეადგენს.
ამოქმედდა ივენთკომპანიების მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემა, რომლის საშუალებითაც სუბსიდირება გაეწევა 10 მლნ ლარის საბანკო პორტფელს.
ამოქმედდა სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის თანადაფინანსების მექანიზმი - დაფინანსდება ინდუსტრიის 1500-მდე რესტორანი, სუბსიდია შეადგენს 30 მლნ ლარს.
ამოქმედდა ახალი პროექტი – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“, რომლის ფარგლებშიც, ყველა მხარდამჭერი პროგრამა მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მათ, ვისაც სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, სახელმწიფო პროგრამებზე ინფორმაცია შეუძლია მიიღოს უკვე ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი – https://programs.gov.ge/
უწყებების შერწყმის შედეგად სახელმწიფო უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა ხორციელდება ერთი ფანჯრის პრინციპით, რაც მნიშვნელოვნად ახალისებს ქონების პროაქტიულ გაყიდვებს და მომხმარებელს კიდევ უფრო უმარტივებს სხვადასხვა სერვისზე წვდომას.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოიჯარე პირთათვის უკვე შესაძლებელია იჯარის უფლებით გადაცემული 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო მიწის ნაკვეთების პრივატიზება.
პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში გაიყიდა 88 ობიექტი, რომელთა ჯამური საპრივატიზებო თანხა 43 მილიონი ლარია.
სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად მობილიზებულია 124 მლნ ლარი.
ბიზნესისთვის შეთავაზებული იქნა წიაღით სარგებლობის 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი.
• აუქციონზე გავიდა და გაიყიდა წიაღით სარგებლობის 433 ლიცენზია;
• საბადოებზე ქვეყნის მასშტაბით 2015 სამუშაო ადგილი შეიქმნა;
• მოზიდული ინვესტიციის მოცულობამ 20 800 000 ლარი შეადგინა.
კერძო სექტორის მიერ დაიწყო მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელება.
• ფოთის პორტის გაფართოება - APM Terminals Poti ;
• ფოთში ახალი სატერმინალო განვითარება - Pace Group DFC-ის დაფინანსებით.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტებისთვის საშეღავათო დაბეგვრის რეჟიმის ამოქმედების შედეგად, საქართველოში 2-მა გლობალურმა IT კომპანიამ - EPAM და Exadel - დაიწყო ოპერირება.
დასრულდა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებისათვის აუცილებელი ძირითადი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება. განხორციელდა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტები ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის განსამტკიცებლად.
ანტიკირიზისული დახმარების შედეგად, პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით. ადგილობრივი ექსპორტი ივნისის თვიდან ზრდის დინამიკით ხასიათდება, აგვისტო - ოქტომბრის პერიოდში კი ადგილობრივი წარმოების საქონლის ექსპორტი 2-ნიშნა ტემპით იზრდება.
2020 წელს მშპ-ს 5-%-იანი კლების შემდეგ, 2021 წელს ეკონომიკა 4,3 % გაიზრდება. ხოლო 2021-2024 წელს საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საშუალო ზრდა 5,3 % . საგარეო ვალი ეტაპობრივად შემცირდება. ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფაქტორს წარმოადგენს ინფრასტრუქტურული ხარჯები (მშპ-ს 8%) და მდგრადი სტრუქტურული რეფორმები, რაც თავის მხრივ, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს.
► იხილეთ ვრცლად: ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის ანგარიში