ზვიად მხეიძე: პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებელია დავიცვათ შესაბამისი რეკომენდაციები

ზვიად მხეიძე: პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით აუცილებელია დავიცვათ შესაბამისი რეკომენდაციები

  • 2020-10-05 16:56:56

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა - ზვიად მხეიძემ, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მერმა არსებულ პანდემიაზე გაამახვილა ყურადღება და თანამშრომლებს მოუწოდა მაქსიმალურად გაითვალისწინონ შესაბამისი სპეციალისტების რჩევები.

შეხვედრაზე ასევე ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალურ და ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროგრამები და მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

დღესვე საუბარი შეეხო ,,რთველი 2020“-ის მოსამზადებელ სამუშაოებს, ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით ადგილობრივი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის პროცედურებსდა  მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით არსებულ საკითხებს.

ზვიად მხეიძემ სამსახურების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა და პრობლემურ საკითხებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა.

 

მსგავსი პოსტები