გორში ჟიული შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში ჟიული შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2020-12-15 17:45:44

გორში ჟიული შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის სატენდერო ღირებულება 1 007 145 ლარია.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა მომავალი წლის აპრილამდე განესაზღვრა.

ქუჩის სიგრძე 1 239 მეტრია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტრანსპორტის სავალი ნაწილისა და ტროტუარების რეაბილიტაცია. მოეწყობა ასევე ღია არხი, რომელიც დაიფარება მონოლითური რკინა - ბეტონის ფილით.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები