რუსთავში, პანდემიის პირობებში, მოსახლეობის სურსათით დახმარების კამპანია გრძელდება. შეჭირვებული მოქალაქეებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგება, დღეს რუსთავის მერიამ დაიწყო.
ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტის დახმარებას, რუსთავში რეგისტრირებული შემდეგი კატეგორიის ოჯახები მიიღებენ:
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები
მარჩენალდაკარგული ოჯახები
მარტოხელა დედები
მარტოხელა მოხუცები
პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები
ვეტერანები
სურსათის დარიგების პროცესს დღეს მერის მოადგილეები კახა გურული და ირმა მესხი ადგილზე გაეცნენ.
სასურსათო პაკეტებს მოსახლეობამდე, მუნიციპლიტეტის თანამშრომლები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და მოხალისეები მიიტანენ.
8000- მდე უკიდურესად შეჭირვებული მოქალაქე დახმარებას კვირის ბოლომდე მიიღებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.