UNDP სოფლად მცხოვრებ ქალებს პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში ეხმარება

UNDP სოფლად მცხოვრებ ქალებს პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში ეხმარება

  • 2020-11-23 11:43:30

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დანიის მტავრობის ხელშეწყობით, პანდემიის დროს საქართველოში სოფლად მცხოვრები ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას განაგრძობს. 

საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, UNDP-მ სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელი მასალები, მათ შორის, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები და შხამ-ქიმიკატებისგან დამცავი ტანსაცმელი ყველაზე მოწყვლად ოჯახებს გადასცა. დახმარების მიმღებთა შორის იყო შინამეურნეობები, რომლებსაც ქალები უძღვებიან, მარტოხელა მშობლები, დევნილები და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები.
​დახმარების ღირებულებამ 69,000 აშშ დოლარი შეადგინა.


იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები