CENN-მა სოფლის ექიმებს საჩუქრად სამედიცინო მომსახურების ჩანთები გადასცა.
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, COVID - 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, CENN - მა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს საჩუქრად სამედიცინო მომსახურების ჩანთები მოუმზადა.
სამედიცინო მოხმარების ნივთებისგან შემდგარი ჩანთები ექიმებს „ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა გადასცეს.
პროექტის "წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად", რომელსაც CENN ახორციელებს, მთავარ მიზანს კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური სოფლების მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ერთმანეთთან აქტიურად თანამშრომლობენ. ბოლნისში უკვე მოქმედებს Wash საბჭო, რომლის მიზანიც სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის თავიდან აცილება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და Wash სტანდარტების დამკვიდრებაა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.