მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონში არსებულ ეპიდ-სიტუაციაზე იმსჯელეს

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონში არსებულ ეპიდ-სიტუაციაზე იმსჯელეს

  • 2020-11-05 16:46:25

რეგიონში არსებულ ეპიდ-სიტუაციაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში.

შეხვედრას დუშეთის, ყაზბეგის, თიანეთის და მცხეთის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი მანანა(მაცაცო)ნარიმანიძე, მოადგილეებთან გოჩა ქავთარაძესთან და თამაზ სუჯაშვილთან ერთად დაესწრო, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ნიკა ჭელიძე მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ქეთევან ლორია მცხეთის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის „ჯანმრთელი თაობის“ დირექტორი და ბადრი კუკულაძე მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, რეგიონის კოორდინატორი.

დღეის მონაცემებით მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ერთი კოვიდ ცენტრი ფუნქციონირებს, უახლოეს მომავალში კი დაწესებულებას კოვიდ-ინფიცირებული პაციენტებისთვის 34 საწოლი დაემატება.

შეხვედრის დროს სამედიცინო სფეროს და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლებიც კოვიდ სასტუმროებში არიან მოთავსებულები.

მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მანანა(მაცაცო)ნარიმანიძის განცხადებით სამუშაო ჯგუფში დამატებით კიდევ ორი სამედიცინო სპეციალისტის ჩართვა მოხდება, მცხეთის სამედიცინო ცენტრის სამედიცინი დირექტორი ლალი მუმლაძე და მცხეთის სამედიცინო ცენტრის მთავარი ექთანი ასმათ თოფურია ჯგუფის წევრებს სამედიცინო მიმართულებით კონსულტაციებს გაუწევენ.

მსგავსი პოსტები