ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, საქართველოში, კოვიდსიტუაციის კუთხით, დინამიკა დადებითია, თუმცა, აუცილებელია, მოსახლეობამ უსაფრთხოების ზომები დაიცვას.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა იყოს მოზიდული ექიმის პროფესიაში. ძალიან მომეწონა ეს ფაქტი, რომ ახალგაზრდები ჩართულები არიან კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებისთვის ეს პროფესია იყოს მიმზიდველი, გვყავდეს მეტი ექიმი, მეტი მედდა და სამედიცინო მუშაკი. თქვენს ქვეყანაში დადებითი დინამიკაა, იმედი არსებობს, მაგრამ საბოლოო მიზნამდე ჯერ არ მივსულვართ - საჭიროა ზომების დაცვა“ - განაცხადა ჰანს კლუგემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი, ჰანს კლუგე დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, კლინიკურ სასტუმრო „ჰოილიდეი ინნს“ სტუმრობდა.
წყარო: TV იმედი
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.