გორში საახალწლო განწყობა უკვე შექმნილია

გორში საახალწლო განწყობა უკვე შექმნილია

  • 2020-12-21 17:18:03

გორში საახალწლო განწყობა უკვე შექმნილია.

ნაძვის ხე გორის მუნიციპალიტეტის მერმა გორის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად აანთო.
პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, გორში ნაძვის ხის ანთების მოკრძალებული ცერემონია გაიმართა.
სამწუხაროდ, ამ დღემ ჩვენი პატარა მეგობრების გარეშე ჩაიარა. მას ხომ ბავშვები ყოველთვის მოუთმენლად ელიან.
დღეს, ყველამ კარგად ვიცით, რომ დისტანცირება არის ერთ-ერთი ძლიერი იარაღი ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ერთმანეთის ჯანმრთელობისთვის და გადარჩენისთვის უნდა შევძლოთ და დავიცვათ ყველა საჭირო რეკომენდაცია. მე მჯერა, რომ შორს არაა ის დღე, როდესაც შევძლებთ ამ უხილავი მტრის დამარცხებას და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას.
გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს, ჯანმრთელ მომავალსა და კეთილდღეობას!“
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები