გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით და ა(ა)იპ “სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების“ ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 32 ბაგა-ბაღში აღსაზრდელების კუთვნილი კვების გაცემა მიმდინარეობს.
3 236 რეგისტრირებული აღსაზრდელი, 13 დასახელების პროდუქტს მიიღებს. რძისა და ხორცპროდუქტების, ბოსტნეულის, მარცვლეულისა და ხილის სასურსათო პაკეტებს, პანდემიის პირობებში აღსაზრდელები უკვე მეორედ იღებენ.
აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემის პროცესს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და გარდაბნის ა(ა)იპ „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების“ ხელმძღვანელი ანტონ მამუკაშვილი პირადად გაეცნენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი პატარების კეთილდღეობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სააღმზრდელო დაწესებულებებში არ დადიან, კუთვნილ კვებას უკვე მეორედ იღებენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია მზად არის, ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს. მომავალი თაობის ხელშეწყობა კი ყოველთვის იყო და იქნება, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“- განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.