ზაზა წერეთელი: თუ ახალ წელს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლას არ მოვერიდებით, შეიძლება კატასტროფული შედეგი დადგეს

ზაზა წერეთელი: თუ ახალ წელს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლას არ მოვერიდებით, შეიძლება კატასტროფული შედეგი დადგეს

  • 2020-12-21 21:12:05

ეს იმდენად ვერაგი და ამოუცნობი ვირუსია, მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოჩენიდან 8-9 თვე გავიდა, მეცნიერებს ჯერ ბოლომდე მაინც არ აქვთ შესწავლილი, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა, „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.

„თუ ჩვენ ახალ წელს ერთმანეთთან მისვლა-მოსვლას არ მოვერიდებით, შეიძლება კატასტროფული შედეგი დადგეს, ვირუსი ძალიან გავრცელდება და ჩვენი (საქართელოს) ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებს. ის შეზღუდვები, რომლებიც ამ მომენტშია დაწესებული, რბილია, შეიძლება კიდევ უფრო გამკაცრება“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

28 ნომებრიდან, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 209 462 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 184 668-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 140 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 489 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 654 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 1 913 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

წყარო: imedinews.ge

მსგავსი პოსტები