ონის მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართული კომპანიებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
ონის მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართული კომპანიებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
2020-09-25 14:48:50
რეკომენდაციები ინფრასტრუქტურულ პროექტში ჩართული კომპანიებისთვის.
• თანამშრომელთა სამსახურეობრივი ავტობუსით (ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით) ჯგუფურად მგზავრობის შემდგომ უნდა განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების შიდა პერიმეტრის (მძღოლის და მგზავრთა არეალი) დეზინფექცია;
• უნდა შეიზღუდოს და/ან აიკრძალოს გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების (მაღალი ტემპერატურა, ან ხველა, ან სურდო, სუნთქვის გაძნელება) მქონე თანამშრომელთა სამსახურში დაშვება სიმპტომების გამოვლენიდან მინიმუმ 7 დღით;
• საქართველოს საზღვრის გადმოკვეთიდან 14 დღის განმავლობაში უნდა აიკრძალოს უცხოეთიდან დაბრუნებული თანამშრომელის სამსახურში გამოცხადება, ანაზღაურების შენარჩუნებით;
• შეიკავეთ თავი საჯარო ღონისძიებების ორგანიზებისგან და ხალხმრავალი შეხვედრების გამართვისგან. სანაცვლოდ, შესაძლებელია ონლაინ შეხვედრების ჩატარება;
• უნდა აიკრძალოს დაავადებულთან ახლო კონტაქტში მყოფი თანამშრომლის სამსახურში გამოცხადება საიზოლაციო (საკარანტინო) ვადის დასრულებმდე;
• დააწესეთ ზედამხედველობა თანამშრომლების ჯანმრთელობაზე. ამ მიზნით, რეკომენდებულია შეიმუშაოთ სპეციალური კითხვარი, რომლის შევსების შემდეგაც დაუშვებთ თანამშრომლებს ობიექტზე/სამუშაო სივრცეში;
• შეძლებისდაგვარად, შეზღუდეთ 70 წელს გადაცილებული ან რაიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ახლო კონტაქტი სხვა თანამშრომლებთან;
• განსაზღვრეთ „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ თანამდებობისა და ფუნქციის მქონე პირები. მათი ფუნქციების (საქმიანობის) შეუფერხებლად გასაგრძელებლად, გადაამზადეთ სხვა თანამშრომელი ან უზრუნველყავით მათ გარეშე (დისტანციური) მუშაობის შესაძლებლობა;
• მოიმარაგეთ ჰიგიენური საშუალებები (საპონი, ხელსახოცი, ხელების სადეზინფექციო საშუალებები), მათ შორის ინდივიდუალური გამოყენების. ხელების სადეზინფექციო საშუალებები განათავსეთ თვალსაჩინო და ხშირი მოძრაობის ადგილებში;
• სამსახურში განსაკუთრებული სიტუაციის წარმოქნის მზადყოფნისთვის იქონიეთ პირბადეებისა და სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების აუცილებელი მინიმალური მარაგი;
• თანამშრომლებს უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია ხელების ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებების მოხმარებისა და ხველა/ცემინების ეტიკეტის დაცვის შესახებ;
• თანამშრომლებმა სამუშაოების წარმოებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ობიექტზე (ველზე) მუშაობისას;
• სამსახურში განსაზღვრეთ თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირი;
• აუცილებლობლობის გარდა, შეზღუდეთ (გააუქმეთ) ტრენინგები, სამუშაო თუ სხვა სახის ჯგუფური შეხვედრები; შეძლებისდაგვარად, შექმენით 2 ან მეტი თანაბარძალოვანი ჯგუფი, რომლებიც სამუშაოს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეასრულებენ და საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ ერთმანეთის ჩანაცვლება. ერთი ჯგუფის მეორეთი ჩანაცვლების პერიოდში, აუცილებელია ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები;
• დასაქმებული თანამშრომლის COVID-19-ის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შესაბამისი პროგრამის მენეჯერს და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ ცენტრს. დამატებით, აუცილებელია COVID-19-ით დაავადებულთან ახლო კონტაქტში მყოფი პირების თვითიზოლაცია 14 დღის განმავლობაში.