ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტების გაცემა მიმდინარეობს. „საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ხელმძღვანელის, თათია ბროლიძის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პროდუქტების დარიგება უსაფრთხო გარემოში ხორციელდება. როგორც საბავშვო ბაღების პერსონალი, ისე მშობლები იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას."
საბავშვო ბაღებში პროდუქტების გაცემა ნოემბრის თვიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე პროდუქტები გაიცა იმ 12 სააღმზრდელო დაწესებულებებში, სადაც საარჩევნო პროცესებისა და პანდემიური მდგომარეობის გამო სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული იყო. დღეის მდგომარეობით კი პროდუქტების გაცემა ყველა საბავშვო ბაღში მიმდინარეობს.
საბავშვო ბაღებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია, სასკოლო მზაობის ჯგუფები კი დისტანციურ რეჟიმში ფუნქციონირებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.