მიმდინარე წელს, დმანისის მუნიციპალიტეტში დაიწყო ერთ ერთ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება, კერძოდ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაცია.
ამ ეტაპისთვის, დმანისის მუნიციპალიტეტის N1, N2 და სოფელ - განთიადისა და ჯავახის საბავშვო ბაღებში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
რეაბილიტაციასთან ერთად საქვაბის ფართის მიშენების სამუშაოები სოფელ: ბოსლების, გომარეთის, მაშავერის, სარკინეთის, ასევე ქალაქ დმანისში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე ბაღში განხორციელდება.
პროექტი, რომლის ღირებულება 2134069 ლარია, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცენტრალური გათბობა, სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები, სამზარეულო და სველი წერტილები. აღნიშნულ პროექტს ექნება დადებითი ზემოქმედება სოციალურ გარემოზე. ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მქონე საბავშვო ბაღის შენობებით, რაც გამოიწვევს აღსაზრდელებისა და პედაგოგების პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, ააიპ "დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის" მართვაში 9 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, სამზარეულოს ტექნიკა, კერძოდ, 10 ერთეული ელექტრო ქურის შესაბამისი ღუმელები გადაეცათ, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 38 633 ლარი დაიხარჯდა. ასევე განხორციელდა დაწესებულებისთვის ახალი საბავშვო ლიტერატურა და სათამაშოები შეიძინა.
"პატარებისათვის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში სწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი სკოლაში მისვლამდე სხვადასხვა უნარ ჩვევებს უნდა დაეუფლონ. ამიტომ ადგილობრივი ხელისუფლება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კომფორტული გარემოს შექმნისათვის მომავალშიც იზრუნებს, დმანისის მერიას საბავშვო ბაღების განვითარების კუთხით მრავალი საინტერესო გეგმა და პროექტი აქვს, შესაბამისად ბავშვებს და მათ მშობლებს ბევრი სასიამოვნო სიახლე ელით წინ. აღნიშნა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა.