ბათუმში COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგი მიმდინარეობს

ბათუმში COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგი მიმდინარეობს

  • 2020-09-03 14:48:07

სავაჭრო ობიექტებზე, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და სამარშრუტო ტაქსებზე მონიტორინგი მკაცრდება.

COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დილიდან საგანგებო რეჟიმში დაიწყო.

სამსახურმა უკვე შეამოწმა 80-მდე ობიექტი და 100-მდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად გაგრძელდება.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, მათივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციები.

მსგავსი პოსტები