თამარ გაბუნია: ქვეყანაში 1664 თავისუფალი საწოლია, რაც კარგი მაჩვენებელია

თამარ გაბუნია: ქვეყანაში 1664 თავისუფალი საწოლია, რაც კარგი მაჩვენებელია

  • 2020-12-25 14:20:50

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ - თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში თავისუფალი საწოლების კუთხით მდგომარეობა, გარკვეულწილად, შემსუბუქებულია.

„თავისუფალი საწოლების რაოდენობა იზრდება. მაგალითად, აჭარაში 400-ზე მეტი თავისუფალი საწოლია, გუშინ კი 100-ზე ნაკლები ახალი შემთხვევა გვქონდა. მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით 1664 თავისუფალი საწოლია, რაც კარგი მაჩვენებელია“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

წყარო: POSTV

მსგავსი პოსტები