ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველა რეგულაცია დაიცვან, განსაკუთრებით კი შაბათ-კვირას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მოქალაქეებს მოუწოდებს, ყველა რეგულაცია დაიცვან, განსაკუთრებით კი შაბათ-კვირას.

  • 2020-12-25 14:32:31

„გუშინ შემსუბუქდა რეგულაციები არარსურსათო ვაჭრობის სექტორისთვის. საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს სასურსათო ქსელებმა, მოლებმა, მაღაზიებმა და ძალიან გვიხარია, რომ დღეს, როდესაც გუშინდელი დღის სტატისტიკას ვაჯამებთ, სერიოზული და მასიური დარღვევების გარეშე ჩაიარა ამ დღემ. მინდა ამისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სავაჭრო ინდუსტრიას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ კონტროლს. წინასახაალწო დღეები დატვირთულია და მაღალი მოთხოვნაა, ადამიანებს საჭიროებები დაუგროვდათ და დავინახეთ, რომ მომხმარებლების მიერ საკმაოდ დიდი მიწოლა იყო მაღაზიებზე. აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, რომ განსაკუთრებით შაბათ-კვირას კვლავ დაიცვან ყველა აუცილებელი მოთხოვნა და როგორც მომხმარებლებმა, ასევე მაღაზიებმა ამაზე მკაცრი კონტროლი გააგრძელონ, ხოლო ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ასეთივე მკაცრი მონიტორინგი“, - განაცხადა თურნავამ

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

მსგავსი პოსტები