უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის მერიას გამოეყოფა ასიგნება - 400 000 ლარი, რათა მათ ჩართონ საკუთარ საახალწლო ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
„დღეს უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება კულტურის მოღვაწეებს. როგორც იცით, პანდემიამდე ისინი ყოველთვის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო ღონისძიებებში, რომლებიც იმართებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ახლა ისინი მოკლებულები არიან ასეთ შესაძლებლობას, ვინაიდან არსებული შეზღუდვები კრძალავს რესტორნების ფუნქციონირებას. შესაბამისად, თბილისის მერიას გამოეყოფა ასიგნება 400 000 ლარი, რათა მათ ჩართონ საკუთარ საახალწლო ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე. დედაქალაქის მერია გეგმავს სხვადასხვა საახალწლო საკონცერტო პროგრამას, რა თქმა უნდა, მაყურებლის გარეშე და ის გადაიცემა ტელევიზიით. ეს დროული გადაწყვეტილებაა, რომელიც ძალიან დაეხმარება კულტურის მოღვაწეებს“, - განაცხადა თურნავამ.
წყარო: იმედინიუსი
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.