დმანისის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა.
2020 წელს, დმანისში, გზის სარეაბილიტაციო 19 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის ღირებულება ჯამში, 5 624 108 ლარს შეადგენს.
რეაბილიტაციამდე გზა ამორტიზებული იყო, რაც გადაადგილებას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდიდა. რეაბილიტაციის შედეგად, მოსახლეობა გადაადგილებას უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ გზის საფარის დაგებასთან ერთად მოწესრიგდა სანიაღვე სისტემა.
პროექტები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.