ქვეყანაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, დმანისის მუნიციპალიტეტში, მოწყვლადი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება მიმდინარეობს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 52 შეჭირვებულ ოჯახს, 10 655 ლარის ღირებულების ტკბილეულისა და სურსათის კალათა გადასცა. თითოეული კალათის ღირებულება 205 ლარს შედაგენს.
სასურსათო კალათები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს გადაეცემათ მათ შორის, ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებსა და მრავალშვილიანებს.
" ამ ეტაპისთვის, სოციალური აქციის ფარგლებში სასურსათო კალათა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 52 ოჯახს გადავეცით. მსგავსი პროგრამის განხორციელება ძალზედ მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში.ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავაფართოვოთ ამ მხარდაჭერის არეალი ისე, რომ მოახლოებულ ახალ წელს არცერთი ოჯახი არ დარჩეს ზრუნვის გარეშე"- განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სოციალური აქცია მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად გაგრძელდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.