დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები მოინახულეს. მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათები გადასცეს.
ალექსანდრე სარიშვილის თქმით, ვეტერანები განსაკუთრებულად დასაფასებელი ხალხია, რადგან დიდია მათი ღვაწლი ჩვენ წინაშე: "მინდა მივულოცო მათ დამდეგი ახალი წელი და ჯანმრთელობა ვუსურვო".
დღესვე ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ.
უნდა ითქვას, რომ მუნიციპალიტეტი პანდემიის დაწყების დღიდან ახორციელებს მოწყვლადი ოჯახების სასურსათო პროდუქტებით დახმარების აქციას. დღესაც მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო პროდუქტები გადაეცათ, საახალწლო ტკბილეულთან ერთად.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი წელი მიულოცეს მასპინძლებს და ბედნიერება უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ დახმარების აქციას მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც გააგრძელებს.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.