სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

  • 2020-12-28 18:03:42

დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საკრებულოს სხდომა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად უსაფრთხო ზომების გათვალისწინებით ჩატარდა. სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.

1. .სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვისა და ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ;

მომხსენებელი: გიორგი გოგილაშვილი, მალხაზი ხუციშვილი .

2. „მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის დამტკიცების შესახებ “ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 26 დეკემბრის N46 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

მომხსენებელი: შალვა ბახტურიძე. გოჩა შანშაშვილი

საკრებულომ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი პირველივე მოსმენით, ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი საკრებულოს 21 -მა წევრმა დაუჭირა.

საზოგადოებას ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა წარუდგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სხვა აქტუალურ საკითხებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი

11,300 -ათასი ლარით განისაზღვრა.

2021 წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1801,8 - ათასი ლარი დაიხარჯება, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის 877,6 - ათასი ლარი, ხოლო სკოლამდელი განათლების დაფინანსება 2100,0 - ათასი ლარით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელთან შედარებით 2021 წლის ბიუჯეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, ასევე ინფრასტრუქტურის მშენებლობის რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის დაფინანსება.

სესიაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად დამატებით საკითხად განიხილეს: სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის შესახებ.

ბიუჯეტის საჯარო განხილვას მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიისა დ ა ა(ა) იპ-ების თანამშრომლები, სიღნაღის საინიციატივო ჯგუფის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ავრცელებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია .

მსგავსი პოსტები