რუსთავში ,,ქართლი ტექსტილის’’ ახალი საწარმო გაიხსნა

რუსთავში ,,ქართლი ტექსტილის’’ ახალი საწარმო გაიხსნა

  • 2020-12-28 18:37:54

რუსთავში ,,ქართლი ტექსტილის’’ ახალი საწარმო გაიხსნა.

,,ქართლი ტექსტილის“ ოფიციალურ გახსნას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ინვესტორები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კომპანია ,,აჭარა ტექსტილმა“ ,,ქართლი ტექსტილის“ მშენებლობა, რუსთავში მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო.

საწარმო თურქული ინვესტიციით შეიქმნა და 4 ათას ადამიანს დაასაქმებს რუსთავსა და გარდაბანში.

დასაქმებულთა 90% ქალია.

ახალ საწარმოში სამსახურის მაძიებელთა შერჩევისა და გადამზადების პროცესში, აქტიურად იყო ჩართული რუსთავის მუნიციპალიტეტი და იქ მომუშავე პერსონალის უდიდესი ნაწილი სწორედ რუსთაველია.

კომპანია „ქართლი ტექსტილს“, სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფომ მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად -1 ლარად გადასცა.

საწარმო, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია და მის მშენებლობაში, 20 მლნ ლარის ინვესტიციაა ჩადებული, აქედან 10 მლნ ლარი პროგრამის- „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აღებული სესხია.

კომპანია „აჭარა ტექსტილი“ წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორიცაა Nike, ADIDAS, Lotto, Erima, New Balance და Under Armour.

კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები