ჭიათურის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებზე სასურსათო პაკეტების გაცემის პროცესი დაიწყო

ჭიათურის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებზე სასურსათო პაკეტების გაცემის პროცესი დაიწყო

  • 2020-12-28 18:44:15

ჭიათურის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებზე სასურსათო პაკეტების გაცემის პროცესი დაიწყო.

კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჭიათურის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებზე სასურსათო პაკეტების გაცემა დღეს დაიწყო.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ 1470 სასურსათო პაკეტი შეიძინა, რომელიც საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს გადაეცემათ. საახალწლო საჩუქარს ჭიათურის ყველა საბავშვო ბაღში მიიღებენ.

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ აღსაზრდელთა მშობლებს სურსათი პირადად გადასცა.

,,ჭიათურის მუნიციპალიტეტისგან ბაღის ყველა აღსაზრდელი მიიღებს სასურსათო კალათას. ამ ფორმით გამოვხატავთ მხარში დგომას ყველა იმ ბავშვისადმი, რომელიც ბაღის აღსაზრდელია და დღეს სახლში უწევს ყოფნა. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შევასრულოთ ჯანდაცვის რეკომენდაციები,რათა მალე გავუმკლავდეთ მსოფლიო პანდემიას და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“ - განაცხადა ჭიათურის მერმა.

გაზაფხულზე,მენიუს შესაბამისად,ჭიათურის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს სასურსათო პაკეტი ორ ეტაპად გადაეცათ.

მსგავსი პოსტები