ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12 კმ-იან ახალ 2 ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა

ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12 კმ-იან ახალ 2 ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა

  • 2020-12-29 15:18:37

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60) ქუთაისის შემოვლითი გზის დამატებით 12 კმ-იან ახალ 2 ზოლზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.

ამ დროისთვის უკვე აშენებულია ქუთაისის შემოვლითი გზის 40 კმ-იანი დამატებითი ორი ზოლი და სხვადასხვა მონაკვეთი ექსპლოატაციაში შევა ეტაპობრივად.

ზაფხულში გახსნილ 19 კმ-იან ოთხზოლიან მონაკვეთს დღეს დაემატა 12 კმ-იანი ოთხზოლიანი მაგისტრალი. უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, გზის 10 კმ-იან მონაკვეთზე ორმხრივი მოძრაობა დროებით გაიხსნება. შესაბამისად, დღეიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე გადაადგილებისას გვერდს ავუვლით ქალაქ ქუთაისს, გადაადგილების დრო კი განახევრდება.

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის 41.3 კმ-იანი გზა დაყოფილი იყო 4 ლოტად.

ახალი 2 ზოლის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დასრულდება, ყველა მონაკვეთის ექსპლოატაციაში სრულად შესვლის შემდეგ კი 4 ზოლიან გზაზე მოძრაობა ცალმხრივი იქნება.

წელს, როგორც დაგეგმილი იყო, სულ 70 კმ ჩქაროსნული გზა აშენდა.

მსგავსი პოსტები