გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათე კალათების გადაცემა დაიწყო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათე კალათების გადაცემა დაიწყო

  • 2020-12-27 19:00:56

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათე კალათების გადაცემა დაიწყო.

სასურსათე კალათები 1300 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე რამდენიმე კრიტერიუმით გადანაწილდა: უკიდურესად გაჭირვებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, მარტოხელა მოხუცები და შშმ პირები.

სოციალური აქციისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 65 000 ლარი გამოყო.

სასურსათე კალათების დარიგება ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ჩართულობით ხორციელდება.

მსგავსი პოსტები