გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 50 მარტოხელა მოხუცს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მიერ გამოგზავნილი სასაჩუქრე ყუთები გადაეცა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 50 მარტოხელა მოხუცს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მიერ გამოგზავნილი სასაჩუქრე ყუთები გადაეცა

  • 2020-12-30 19:05:32

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 50 მარტოხელა მოხუცს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მიერ გამოგზავნილი სასაჩუქრე ყუთები გადაეცა. სოციალური აქცია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის მაჰირ მამმედოვის ინიციატივით და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით გაიმართა.

მოხუცებისთვის სასაჩუქრე ყუთების გადაცემა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მეშვეობით განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ დახმარების ყუთები კახეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 400 - მა ოჯახმა მიიღო.

მსგავსი პოსტები