ადგილობრივი თვითმმართველობა სასაჩუქრე კალათების დარიგებას მოწყვლადი ჯგუფებისთვის აგრძელებს

ადგილობრივი თვითმმართველობა სასაჩუქრე კალათების დარიგებას მოწყვლადი ჯგუფებისთვის აგრძელებს

  • 2020-12-30 15:12:30

ადგილობრივი თვითმმართველობა სასაჩუქრე კალათების დარიგებას მოწყვლადი ჯგუფებისთვის აგრძელებს. საახალწლოდ, სურსათისა და ტკბილეულის ნაკრები, ჯამში 250 ოჯახს გადაეცემა.

სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტისგან შემდგარ საახალწლო სასურსათო პაკეტებს, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახები, 18- ვე ადმინისტრაციულ ერთეულში მიიღებენ.

აღნიშნული ოჯახებისთვის, საახალწლო ნობათების გადაცემის პროცესში მონაწილეობას იღებენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

მსგავსი პოსტები