ზესტაფონის მერის, გიორგი გოგლიჩიძის წლიური ანგარიში

ზესტაფონის მერის, გიორგი გოგლიჩიძის წლიური ანგარიში

  • 2020-12-29 14:42:15

ზესტაფონის მერის, გიორგი გოგლიჩიძის წლიური ანგარიში.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გოგლიჩიძის 2020 წლის 03 იანვრიდან - 29 დეკემბრამდე პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშის, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით გთავაზობთ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ, მისი თითოეული მოსამსახურის თანადგომით და თავდაუზოგავი შრომით შეძლო ღირსეულად ეპასუხა ყველა იმ გამოწვევისათვის, რომელიც დაგვისახა ჩვენმა მოსახლეობამ და ქვეყანაში არსებულმა კოვიდ პანდემიამ.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ხალხია. გადაწყვეტილების მიღების დროს სწორედ მოსახლეობის აზრია უმნიშვნელოვანესი. მერიის თითოეული ნაბიჯი შესაბამისობაშია მოსახლეობის ინტერესებთან.

მუნიციპალიტეტის მერია მიმართავს ყველა ძალისხმევას, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს, თუ რას აკეთებს იგი, რა პროექტები იგეგმება და ხორციელდება მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად მერია აწყობს შეხვედრებს მოსახლეობასთან. ჩვენ მივდივართ ყველა სოფელში, ქალაქის ყველა ქუჩაზე, რათა მოსახლეობასთან ადგილზე შეხვედრების დროს უკეთ გავიგოთ მათთვის პრიორიტეტული საკითხები. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სწორედ მოსახლეობის მიერ გამოთქმულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით იგეგმება.

კანონიერება, საჯაროობა, კოლეგიურობა, ადგილობრივი ხელისუფლების

ერთიანობის პრინციპი და მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულება - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლითაც მუნიციპალიტეის ხელმძღვანელობს. სწორედ ამ პრინციპების დაცვითა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესრულებით იწყება თითოეული სამუშაო დღე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს რეაგირებას მოქალაქეთა მომართვებზე. მიუხედავად იმისა, რომ განსაზღვრულია მოქალაქეთა მიღების კონკრეტული დღეები, მუნიციპალიტეტის მერი და სრული კოლექტივი ყოველდღიურად ახდენს რეაგირებას მოქალაქეების მხრიდან შემოსულ ზეპირ და წერილობით მომართვებზე.

მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს მედია და არასამთავრობო სექტორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ გაგვაჩნია მუდმივი მზაობა, ვიქონიოთ კომუნიკაცია და თანამშრომლობა ყველა იმ ორგანიზაციასთან, თუ კერძო პირთან, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად უკეთესობისკენ შეცვალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიური სტატუსი. თავის საქმიანობაში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ეს ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ღირსებად მიგვაჩნია.

იმერეთში პირველად ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიხსნა „ქალთა ოთახი“, რომელიც ეხმარება მეწარმე ქალბატონებს პოპულარიზაციაში. აქტიურად მართავს შეხვედრებს დონორ ორგანიზაციებთ, დაარსდა „ქალ მეწარმეთა კლუბი“

მრავალი წლის შემდეგ, მერიაში მოპოვებული ევროპული გრანტის მეშვეობით განახლდა 300 კაციანი სააქტო- საკონფერენციო დარბაზი, აღიჭურვა ყველანაირი ტექნიკით. სადაც შესაძლებელია სამთავრობო თუ საერთაშორისო სხდომების ან კონფერენციების ჩატარება.

ზესტაფონის მერიამ მოიპოვა 25 000 ლარის დაფინანსება ეროვნული თვითმართველობის ასოციაციის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსში, რისი საშუალებითაც იმერეთში პირველად მოხდა ზესტაფონის სკოლის შენობების აღჭურვა ფერადი ნაგვის კონტეინერებით, რათა ხელი შეუწყოს ნაგვის სეპარირების პოპულარიზაციას. გრანტის მეშვეობით მოხდა ასევე მუყაოს და პლასმასის ნარჩენების საპრესი დანადგარის შეძენა.

ადმინისტრაციული სამსახური

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისათვის ერთ-ერთ პრიორიტეტად კვლავაც გამჭირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა რჩება. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მაგ: მერიის მოქალაქეთა მისაღები კანცელარია აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით (კომპიუტერი, პრინტერი), მოხდა უახლესი პროგრამის დანერგვა, რათა მარტივად და სწრაფად მოხდეს მოქალაქეების განცხადებების მიღება თუ დახარისხება. ზესტაფონის მერიაში 2020 წელს შემოვიდა 12 174 კორესპონდენცია, რომელთა 98 % უკვე დაკმაყოფილებული ან რეაგირებულია. დანარჩები კი მოქმედებაშია.

მერიაში ფეისბუქ გვერდისა და ელექტრონული მეილის მეშვეობით ხდება მოქალაქეებთან კომუნიკაცია. ურთიერთობა მიმდინარეობს კითხვა პასუხის რეჟიმში. ხდება ყველა განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება. მერიის ფეისბუქ გვერდის სტატისტიკა მზარდია, რაც მოსახლეობის ჩართულობაზე მიუთითებს.

კოვიდ-19 პანდემიის პირობებში მოხდა ცხელი ხაზის ამოქმედება, რისი მეშვეობითაც გვიკავშირდებოდა მოსახლეობა და ითხოვდა დახმარებას ან კონსულტირებას. ინფიცირებული კონტაქტებისათვის გამოიყო ცალკე სპეც მანქანა, რათა მომხდარიყო მათი გადაყვანა კლინიკებში შესაბამისი ტესტირებებისათვის.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიაში გამოიყენება მოქალაქეთა ჩართულობის ისეთი ფორმები, როგორიცაა „ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო“,

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო“. მათში ჩართულნი არიან საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები და აქტიურად იღებენ მონაწილეობას ბიუჯეტის განხილვასა თუ პროექტების დაგეგმვაში.

ყველა 18 ადმინისტრაციულ ერთეული ე.წ. „სოფლის გამგეოები“ აღიჭურვა ინტერნეტით, 3 ადმინისტრაციულ შენობაში მოხდა გაზიფიცირება. სოფლის ამბოლატორიების შენობები გადმოვიდა მერიის დაქვემდებარებაში. მათი ბიუჯეტი განისაზღვრა 25 000 ლარით. ამბოლატორიებში სრულად მოეწყო ინტერნეტიზაცია. 3 ამბოლატორიაში შევიდა გაზი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით 18-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა დასახლების საერთო კრებები და ამომრჩეველტან კონსულტაციები.

ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების განყოფილებამ 2020 წლის 01 იანვრიდან დღემდე შეიმუშავა სამართლებრივი აქტები (მერის ბრძანებები) , რომლის რაოდენობაა შეადგენს 1322.

2020 წლის იანვრიდან დღემდე ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეთა პროფესიული გადამზადების მიზნით ჩატარდა სხვადასხვა მიმართულების (მათ შორის ონლაინ) 68 ტრეინინგი.

15 საჯარო მოხელემ გაიარა პიროვნული და მენეჯერული პროფესიული საჯარო მოხელის სასწავლო კურსი აკრედიტირებულ სასწავლო ცენტრებში.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მართვის მიზნით შექმნილი სტრუქტურული ერთეულს.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის პროგრამული ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, სახაზინო ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო ტრანზაქციების წარმოება, ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2020 წლის დამტკიცებული საწყისი ბიუჯეტის მოცულობა განისაზღვრა 16 444,1 ათასი ლარით, ხოლო გრანტების ჩათვლით 29 677,4 ათასი ლარი.

მ/წლის განვლილ პერიოდში ბიუჯეტში მოზიდულია სულ 24723,2 ათასი ლარი, ნაცვლად გეგმიური 25603,1 ათასი ლარისა ანუ გგმიურის 97 პროცენტი. მათ შორის: საგადასახადო შემოსავლების სახით მოზიდულია 13440,7 ათასი ლარი ანუ გეგმიურის 91,4 პროცენტი. აქედან: ქონების გადასახადი 3877,0 ათასი ლარი ანუ გეგმიურთან შედარებით 123 ათასი ლარით ნაკლები. დამატებითი ღირებულების გადასახადი 9563,6 ათასი ლარი ანუ გეგმიურთან შედარებით 1143,5 ათასი ლარით ნაკლები, საგადასახადო გადასახდელებში დღეის მდგომარეობით გარღვევაა 1266,5 ათასი ლარი.

გრანტის სახით მოზიდული იქნა 9727,6 ათასი ლარი. მათ შორის: მიზნობრივი ტრანსფერი 270,0 ათასი ლარი ანუ გეგმიურის 100 პროცენტი, მიზნობრივი ტრანსფერი (მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის) 570,2 ათასი ლარი ანუ გეგმიურის 100 პროცენტი, კაპიტალური ტრანსფერი (სკოლების რეაბილიტაციის) 604,4 ათასი ლარი, კაპიტალური ტრანსფერი 7096,0 ათასი ლარი ანუ გეგმიურის 98 პროცენტი. კაპიტალური ტრანსფერი ( სოფლის პროგრამები) 817,0 ათასი ლარი ანუ გეგმიურის 99 პროცენტი.

სხვა შემოსავლები (არასაგადასახადო) შემოსავლები მიღებულია 782,2 ათასი ლარი ანუ გეგმიურთან შედარებით 106,1 ათასი ლარით მეტი. მათ შორის: დეპოზიტზე დარიცხული თანხა 209,2 ათასი ლარი, დამინუსებულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის გადასახადი 725,1 ათასი ლარი, მიწის იჯარა 3,2 ათასი ლარი, სამხედრო სავალდებულო მოსაკრებელი 0,2 ათასი ლარი, სანებრთვო მოსაკრებელი 61,8 ათასი ლარი, ქონების იჯარა 15,5 ათასი ლარი, ბი, სანქციები და საურავები 1002,0 ათასი ლარი, შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავალი 94,5 ათასი ლარი.

არაფინანსური აქტივების კლების შედეგად მიღებული შემოსავალი 772,0 ათასი ლარი.

2020 წლის ინფრსტრუქტურული პროექტები

ქ.ზესტფონის მუნიციპალიტეტში მთლიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულებამ 2020 წელს შეადგინა 14,737,726 ლარი.

2020 წელს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარების ფონდის პროგრამით განხორციელდა 27 პროექტი, მთლიანი ღირებულებით 9 995,505 ლარი,

27 გზაზე მოეწყო 37,5 კმ ბეტონის საფარი.

2020 წლის სკოლის პროგრამა

2020 წელს განხორციელდა 17 საჯარო სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაცია და 1 სკოლაში გათბობის სისტემის მოწყობა სულ ღირებულებით 617 384 ლარი

2020 წლის სოფლის მხარდამჭერი პროგრამა

2020 წლის სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 190 მცირე ინფრასტრუქტურული პროექტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის მოთხოვნების შესაბამისად. პროგრამა მოიცავდა სასმელი ჭების და არტეზიული ჭების მოწყობას, მცირე ზომის წყალსადენების რეაბილიტაციას და მოწყობას, გზებზე ავარიულ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობას, სანიაღვრე არხების და ცხაურების მოწყობას, გარე განათებების რეაბილიტაციას და მოწყობას, მცირე ზომის ხიდ/ბოგირების რეაბილიტაციას, გამოყოფილი იქნა პროგრამის ფარგლებში 822 000 ლარი.

ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელდა სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტები თანხით 2,903,034 ლარი.

პროექტი მოიცავდა: სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია, გარე განათებების მოწყობა-რეაბილიტაცია, ჭებისა და წყალსადენების მოწყობა-რეაბილიტაცია, სკვერების რეაბილიტაცია, ტრენაჟორებისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა, ხიდ-ბოგირების რეაბილიტაცია, საყრდენი კედლების მოწყობა-რეაბილიტაცია, მაღალსართულიანი კორპუსების ეზოების რეაბილიტაცია.

2020 წლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების რეაბილიტაციის პროექტი.

2020 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 14-სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სველი წერტილების რეაბილიტაციის პროექტი თანხით 399,803.00 ლარი.

ქ.ზესტფონის მუნიციპალიტეტში მთლიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულებამ 2020 წელს შეადგინა 14,737,726 ლარი.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 2020 წელს სხვადასხვა სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად 1.870.457 ლარი დაიხარჯა. მერიის სოციალური დაცვის სამსახურმა 15 პროგრამა განახორციელა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე გაზაფხული - ზაფხულის თვეში საკვები პროდუქტები გაიცა 1721 აღსაზრდელზე. საახალწლო სასაჩუქრე პაკეტს კი 1800 ბავშვი მიიღებს.

ზესტაფონის მერიას, არაერთი მასშტაბური სოციალური, ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, კულტურული თუ სპორტული ღონსძიებებისა და პროექტების განხორციელება აქვს დაგეგმილი 2021 წელს.

მსგავსი პოსტები