ზესტაფონის მერიის სასურსათო ამანათს უკიდურესად შეჭირვებული 350 ოჯახი მიიღებს

ზესტაფონის მერიის სასურსათო ამანათს უკიდურესად შეჭირვებული 350 ოჯახი მიიღებს

  • 2020-12-30 16:47:40

ზესტაფონის მერიის სასურსათო ამანათს უკიდურესად შეჭირვებული 350 ოჯახი მიიღებს.

უკიდურესად შეჭირვებული ოჯახები, ზესტაფონის მერიისგან სასურსათო პროდუქტებს მიიღებენ. სოციალური აქტივობის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 500 ლარი გამოიყო.

სასურსათო ამანათების დახარისხებაში ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. როგორც ზესტაფონის მერმა აღნიშნა, სასურსათო ნაკრები ერთგვარი შეღავათი იქნება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის.

სასურსათო პროდუქტების განაწილება 31 დეკემბრიდან დაიწყება. სოციალური აქტივობა ერთჯერადი ხასიათის არ არის და ის მომავალშიც გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები