ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ჯვარი-ეწერში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხატია გოგსაძეს საჩუქრად ეტლი მიუტანა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ჯვარი-ეწერში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხატია გოგსაძეს საჩუქრად ეტლი მიუტანა

  • 2020-12-29 14:07:23

სოფელ ეწერში მცხოვრებმა ნათია გოგსაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე თხოვნით მიმართა, რომ მის 13 წლის დას ინვალიდის ეტლი ესაჭიროებოდა.

გივი მოდებაძემ საკითხი ოპერატიულად გადაჭრა და ორგანიზაცია ,,ქალები სიცოცხლისა და მშვიდობისათვის“ ჭიათურის ფილიალის თავმჯდომარესთან, ნანული წერეთელთან, ერთად სოფელ ჯვარი-ეწერში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხატია გოგსაძეს საჩუქრად ეტლი მიუტანა. გივი მოდებაძემ გოგსაძეების ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სურსათი და ტკბილეულიც გადსცა.

ჭიათურის მერი სოციალურად დაუცველ ოჯახს მომავალშიც მხარში დგომას და დახმარებას დაჰპირდა.

მსგავსი პოსტები