ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები პირადად გადასცეს და დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები პირადად გადასცეს და დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს

  • 2020-12-30 18:11:40

ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ბიწაძემ ახალგაზრდულ ცენტრ ,,ჯეჯილის“ აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები და სურსათი მიუტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს საჩუქრები პირადად გადასცეს და დამდეგი დღესასწაულები მიულოცეს.

ცენტრი ,,ჯეჯილი“ ყოველდღიურად სოციალურ და ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას უწევს 50 უკიდურესად ხელმოკლე ოჯახების ბავშვებს.

დღესვე, გივი მოდებაძემ ჭიათურის მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სურსათი და საახალწლო საჩუქრები სკოლის ხელმძღვანელობას გადასცა.

ჭიათურის მე-12 საჯარო სკოლაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან 30-მდე სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი სწავლობს.

მსგავსი პოსტები