ვანის მუნიციპალიტეტში 2020 წელს ინფრასტრუქტურის მოვლა-განახლებისათვის დაფინანსდა 200 პროექტი, საერთო ღირებულებით 8 289 281 ლარი

ვანის მუნიციპალიტეტში 2020 წელს ინფრასტრუქტურის მოვლა-განახლებისათვის დაფინანსდა 200 პროექტი, საერთო ღირებულებით 8 289 281 ლარი

  • 2020-12-31 17:04:05

ვანის მუნიციპალიტეტში 2020 წელს ინფრასტრუქტურის მოვლა-განახლებისათვის დაფინანსდა 200 პროექტი, საერთო ღირებულებით 8 289 281 ლარი.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით დაფინანსდა 36 პროექტი სამუშაოთა განხორციელებისათვის გამოყოფილი იყო 6 438 269 ლარი. დასრულებულია 35 პროექტი.

2020 წელს დასრულდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეკოსნტრუქცია-რეაბილიტაცია. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით (20 მლნ ლარი), განახორციელა.

საგანმანათლებლო სისტემის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 18 სკოლის 22 პროექტი. ძირითადად განხორციელდა სველი წერტილების მოწესრიგება, გათბობის სისტემების მოწყობა და შენობის გადახურვის სამუშაოები. საერთო ღირებულებით 846 088 ლარი. დასრულებულია 17 სკოლის 21 პროექტი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის მცხოვრებთა მიერ შერჩეული იქნა 132 პროექტი, დასრულებულია 131.

პროგრამის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან გამოიყო 639 383 ლარი.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტსკოლის მთლიან კომპლექსს, რისთვისაც დაიხარჯა 464 119 ლარი.

ვანის მუნიციპალიტეტში 2020 წელს დამტკიცებული იყო 14 სოციალური პროგრამა,რომლის რეალიზებისათვის ბიუჯეტიდან გამოიყო 708 600 ლარი.

სულ საანგარიშო პერიოდში დახმარება გაეწია 1612 ბენეფიციარს თანხით 691 776 ლარი.

ვანის ტურიზმის ცენტრის მიერ, მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ვანის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად განხორციელდა პროექტი - „მწვერვალი ვანი“.

იმერეთის მთასვლელთა და მეკლდეურთა

ფედერაციის ალპინისტურმა ექსპედიციამ ცენტრალურ კავკასიონზე დალაშქრა აქამდე დაულაშქრავი უსახელო მწვერვალი და მინიჭებული იქნა სახელწოდება „მწვერვალი ვანი“.

დასრულდა მუშაობა ტურიზმის ცენტრის ლოგოსა და ვანის ბრენდბუქზე.

ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანების 2020 წლის ბიუჯეტი განისაზღვრა 1.500.000 ლარით.

პანდენმიის გამო გამოცხადებული შეზღუდვების შესაბამისად სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა ამავე წლის 1 მარტიდან. მიუხედავად ამისა, მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საბავშვო ბაღების 700 აღსაზრდელს მათთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტი 2 ეტაპად, (მარტში და დეკემბერში) დაურიგდათ საცხოვრებელ მისამართებზე.

2021 წელს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კვლავ გაგრძელდება და უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს , მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული, სოციალური,კულტურული,სპორტული და ინფრასტრუქრურული პროექტების განხორცილება.

მსგავსი პოსტები