ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ორ ქუთაისელ მოსწავლეს საახალწლოდ ლეპტოპები გადასცა საჩუქრად

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ორ ქუთაისელ მოსწავლეს საახალწლოდ ლეპტოპები გადასცა საჩუქრად

  • 2020-12-31 17:17:07

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ორ ქუთაისელ მოსწავლეს საახალწლოდ ლეპტოპები გადასცა საჩუქრად. ბავშვები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახებიდან არიან და წარჩინებულად სწავლობენ.

„2020 წელს ჩვენი ბავშვებიც განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ - მათ სწავლის გაგრძელება უჩვეულო გარემოში მოუხდათ, პანდემიით გამოწვეული რეგულაციების გამო. დისტანციურ სწავლებას ზოგჯერ ახლდა გარკვეული ტექნიკური სირთულეები, რომელთა დაძლევაში ჩვენ, შეძლებისდაგვარად, ვეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს. დღეს ორ პატარა ქუთაისელს საჩუქრად გადავეცით ლეპტოპები, რათა მათ დაუბრკოლებლად შეძლონ ონლაინ გაკვეთილებში ჩართვა.

წარმატებული და სიხარულით სავსე იყოს ყველა ბავშვისთვის 2021 წელი! ’’- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტში ჩადებულია ახალი ქვეპროგრამა , რომლის თანახმადაც, 40 000 ლარი გამოიყოფა ონლაინ სწავლების უზრუნველსაყოფად, იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის, რომლებთაც არა აქვთ ინტერნეტთან შეუზღუდავი წვდომა.

მსგავსი პოსტები