ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი 102 წლის თამარ კეზევაძეს შინ ესტუმრა და საახალწლო ნობათი მიართვა

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი 102 წლის თამარ კეზევაძეს შინ ესტუმრა და საახალწლო ნობათი მიართვა

  • 2020-12-31 15:23:38

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი 102 წლის თამარ კეზევაძეს შინ ესტუმრა და საახალწლო ნობათი მიართვა. ქალაქის მერმა მცხოვან ქალბატონს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

„ დღეს, 102 წლის ქალბატონ თამარ კეზევაძეს დამდეგი დღესასწაულები მივულოცე და საახალწლო ნობათი გადავეცი. სასიამოვნოა, რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობს საუკუნეს გადაცილებული ადამიანი. ქალბატონმა თამარმა საახალწლო ტრადიციასა და მეკვლეობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ აუცილებელია განწყობით შეხვდე ახალ წელს, რომ მერე მთელი წელი შეინარჩუნო ხალისი და სიმშვიდე.

ჩვენი ქალაქის საუკუნის ქალბატონს ვუსურვებ ჯანმრთელობას, მხნეობას, დღეგრძელობასა და მშვიდობას!“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

მსგავსი პოსტები