რუსთავის რამდენიმე მუნიციპალურ დაწესებულებას შეზღუდვების შესახებ რეკომენდაცია გაეწია

რუსთავის რამდენიმე მუნიციპალურ დაწესებულებას შეზღუდვების შესახებ რეკომენდაცია გაეწია

  • 2020-11-06 18:37:06

რუსთავის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რამდენიმე მუნიციპალურ დაწესებულებას გარკვეული შეზღუდვების შესახებ რეკომენდაცია გაეწია.

როგორც რუსთავის მუნიციპალიუტეტის მერიაში აცხადებენ, 2020 წლის 9 ნოემბრიდან 2020 წლის 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი ჩერდება რუსთავის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში.

ასევე, გარკვეული შეზღუდვების შესახებ რეკომენდაციები გაეწია  ა(ა)იპ ,,რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრს’’, რომ 2020 წლის 9 ნოემბრიდან 2020 წლის 30 ნოემბრამდე შეაჩეროს სასწავლო პროცესი მის დაქვემდებარებაში არსებულ სამუსიკო, სახელოვნებო და სასპორტო სკოლებში, როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში.

2020 წლის 9 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე, განათლების პროცესი შეწყდება შპს ,,საკალათბურთო კლუბ რუსთავი-1991’’-ის, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებშიც.

შპს ,,რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს’’-სა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურს, კი დაევალა  საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის მოხმარების წესების კონტროლი განახორციელოს, მანამდე კი აღნიშნულთან დაკავშირებით, ეცნობოთ მგზავრთა გადაყვანაზე უფლების მქონე პირებს.

მსგავსი პოსტები