წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 600-ზე მეტ შეჭივრებულ ოჯახს საახალწლო ნობათები დაურიგეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 600-ზე მეტ შეჭივრებულ ოჯახს საახალწლო ნობათები დაურიგეს

  • 2020-12-31 14:27:34

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 600-ზე მეტ შეჭივრებულ ოჯახს საახალწლო ნობათები დაურიგეს.

რამდენიმე ოჯახს პროდუქტები პირადად მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა გადასცა.

საახალწლო ნობათების შესაძენად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ამ ეტაპზე პროდუქტები 70 წელს გადაცილებულ პირებსა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებს დაურიგდათ.

გრიგოლ იოსელიანმა საჩუქრების გადაცემასთან ერთად თანაქალაქელებს ახალი წლის დღესასწაული მიულოცა ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა.

მსგავსი პოსტები