ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტომ ბოლნისში მცხოვრებ 50 შშმ პირს სასურსათო პაკეტები გადასცა

ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტომ ბოლნისში მცხოვრებ 50 შშმ პირს სასურსათო პაკეტები გადასცა

  • 2020-12-31 17:40:53

ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტომ ბოლნისში მცხოვრებ 50 შშმ პირს სასურსათო პაკეტები გადასცა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომელმა დღეს 50 შშმ პირს ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული სასურსათო პაკეტები პირადად გადასცა.

სასურსათო პაკეტები წინასაახალწლოდ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარდა, სააგენტომ რუსთავში, გარდაბანსა და თეთრიწყაროში დაარიგა.

აღსანიშნავია, რომ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ წინასაახალწლო ნობათები მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახსა და შინმოვლის სერვისით მოსარგებლე მოხუცებულებს გადასცა. ნობათები ასევე საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო დღის ცენტრი „განთიადის“ ბენეფიციარებმაც მიიღეს.

მსგავსი პოსტები