კორონავირუსთან დაკავშირებული უახლესი სტატისტიკური მონაცემები

კორონავირუსთან დაკავშირებული უახლესი სტატისტიკური მონაცემები

  • 2020-11-07 12:17:55

ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 859 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 54 852-.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 754 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 39 773-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 18 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 4, იმერეთში - 4, ქვემო ქართლში - 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 441 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში - 620, იმერეთში - 438, ქვემო ქართლში - 109, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 138, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 38, სამცხე-ჯავახეთში - 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 612. 4 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 282, აჭარაში - 740. მძიმე პაციენტი გვყავს 585, მათ შორის, თბილისში - 278, აჭარაში - 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 345 პირი - მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 98. 2 599 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 299 - აჭარაში, ხოლო 849 - თბილისში. 7 343 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 015 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 651, აჭარაში-1 346.

სულ 6 ოქტომბრიდან - 6 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 12 731 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 34 439 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 502 პირი, აჭარაში - 15 693, იმერეთში - 4 301, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

🎬 იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები