დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 48 შშმ ბავშვს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 48 შშმ ბავშვს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა

  • 2021-01-13 19:01:48

დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 48 შშმ ბავშვს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა.

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, მერიის ზედამხედელობის სამსახურის ხელმძღვანელთან, შოთა ნიკურაძესთან, საკრებულოს ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან თეიმურაზ აფრასიძესთან და მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების პაკეტი გადასცა.

აღნიშნული დახმარების აქცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში: კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი პოსტები