ავტოქარხნის დასახლებაში, ჯაილოვას ქუჩაზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები

ავტოქარხნის დასახლებაში, ჯაილოვას ქუჩაზე მიმდინარეობს საგზაო სამუშაოები

  • 2021-01-09 16:40:35

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მერის მოადგილე იუზა უგულავასთან და, ინფრასტურქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროს ბექა ყურაშვილთან ერთად, ავტოქარხნის დასახლებაში, ჯაილოვას ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.

ჯაილოვას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. გზაზე იგება ასფალტის საფარი, კეთდება სანიაღვრე სისტემა და ბორდიურები, რისთვისაც 1 400 000 ლარია გამოყოფილი.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ ორიენტირი“ ასრულებს.

„ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, ქუთაისში 32 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, მათ შორის ორი ცენტრალური - აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების. ამ ქუჩებზე, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემები, ბორდიურები, ტროტუარები. ამ დროისთვის რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 10 ქუჩას. ჯაილოვას ქუჩაზეც დაწყებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის ქუჩებში გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება. “- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ჯაილოვას ქუჩის რეაბილიტაცია აპრილში დასრულდება.

მსგავსი პოსტები