სოფელ შროშაში, რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთზე ახალი გვირაბი გაიჭრა

სოფელ შროშაში, რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთზე ახალი გვირაბი გაიჭრა

  • 2021-01-12 17:42:40

სოფელ შროშაში, რიკოთის საუღელტეხილო გზის მონაკვეთზე ახალი გვირაბი გაიჭრა.

აღმოსავლეთ - დასავლეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უბისა - შორაპნის მონაკვეთზე, მე - 6 ახალი გვირაბი გაიჭრა.

სოფელ შროშაში გაჭრილი გვირაბის სიგრძე 885 მეტრია და რიკოთის ახალ საუღელტეხილო გზაზე ამ დრომდე გაჭრილ გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია.

უბისა - შორაპნის მონაკვეთზე სულ 13 კმ - იანი გზა, 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება. ამ დროისთვის საუღელტეხილო გზაზე 6 გვირაბია გაჭრილი.

რიკოთის ახალი 52 კმ - მდე საუღელტეხილო გზა, 96 ხიდს, ასევე 53 გვირაბს მოიცავს.

მსგავსი პოსტები